ბრედ პიტი, შესაძლოა, საუკეთესო მამის იმიჯს დაემშვიდობა, მაგრამ შვილების გარეშე ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია. ოჯახური სკანდალის მიუხედავად, ვარსკვლავი აპირებს, შვილებზე საერთო მეურვეობისთვის იბრძოლოს.
ანჯელინა ჯოლიმ გაყრის თაობაზე სასამართლოში საბუთები ბრედ პიტისა და მათი შვილის, მედოქსის დაპირისპირების შემდეგ შეიტანა. ანჯელინამ სასამართლოს სთხოვა, მეურვეობა მხოლოდ მისთვის მიენიჭებინა, ბრედს კი საშუალებას მისცემდა, რეგულარულად შეხვედროდა შვილებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ ბრედი ცოლს არ შეწინააღმდეგებია.
ახლა კი წყვილთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ პიტი ერთობლივ მეურვეობას მოითხოვს, ადვოკატებმა საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ მედია წერდა,რომ შაილომ და პაქსმა სურვილი გამოთქვეს, მამასთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგან ის ძალიან მოენატრათ.