LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო პენსია და შშმ პირების სოციალური პაკეტი 1 იანვრიდან გაიზრდება

2408
14dsasadsa

1 იანვრიდან 114 ათასამდე შშმ პირის სოციალური პაკეტი და სახელმწიფო პენსია გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ცვლილება მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და შეეხება ყველა კატეგორიის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).

ცვლილებების მიხედვით, ასევე, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, 20 ლარით გაზრდილ პენსიას ასაკით პენსიონერებიც მიიღებენ. 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები, 18 წლამდე შშმ პირებს და I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ.

უწყების ინფორმაციით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. 2016 წლიდან საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20 %-ის ოდენობით, 2020 წლის 1 იანვრიდან მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ , ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები 300 ლარს მიიღებენ.

mazda magti 5g