ტურისტებისთვის ისედაც საკმაოდ ძვირადღირებული ევროპული ქალაქი ამსტერდამი, კიდევ უფრო გაძვირდა. საუბარია ახალ ტურისტულ გადასახადზე, რომელიც ქალაქში 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph იუწება, 2020 წლიდან ამსტერდამში ტურისტები ყოველი გატარებული ღამის სანაცვლოდ დამატებით 3 ევროს გადაიხდიან და ეს თანხა, უკვე არსებულ 7%-იან გადასახადს დაემატა.
სიახლეებია გადასახადის კუთხით მათთვისაც, ვინც ბინას Airbnb-ზე ქირაობს – ისინი ერთი ღამის სანაცვლოდ ღირებულების 10%-ს გადაიხდიან.
ბალი გაძვირდა - რა უნდა იცოდეთ კუნძულზე გამგზავრებამდე
ტურისტული დანიშნულებები, სადაც მოსახვედრად დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ
აღსანიშნავია, რომ ამსტერდამში ყოველწლიურად 17 მილიონი ტურისტი ჩადის. ქალაქის ხელისუფლება ტურისტული ნაკადის ზრდის სტრატეგიაზე უარს ამბობს და უკვე არსებულ რაოდენობასთან გამკლავებაზე მუშაობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტურისტებისთვის ახალი გადასახადებისა და შეზღუდვების დაწესება.
თუ ახლო მომავალში ევროპის სხვა ქალაქებიც არ მიბაძავენ ამსტერდამს და მოსაკრებლს არ გაზრდიან, ამ მაჩვენებლით ჰოლანდიის დედაქალაქის ტურისტული მოსაკრებელი ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება.