წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ჯენიფერ ლოპესისთვის, რადგან ის ,,ოქროს გლობუსის” ნომინატებს შორისა მოხვდა ფილმიდან Hustlers, სადაც 50 წლის ვარსკვლავი მთავარ როლს ასრულებს. ლოპესის ლუქი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა ,,ოქროს გლობუსის” დაჯილდოვებაზე. მას წითელი ხალიჩის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავი უკვე უწოდეს.
ჯენიფერ ლოპესი დაჯილდოვებაზე საქმროსთან, ალექსი როდრიგესთან ერთად მივიდა, მას ,,ვალენტინოს” დიდი ბაბთით დამშვენებული კაბა ეცვა, რომელიც სამ ფერში, თეთრში, ოქროსფერსა და მწვანეში იყო გადაწყვეტილი. გავლენიანმა გამოცემებმა ის საახალწლო საჩუქარს შეადარეს.