კომპანია “ბორჯომს” ურალის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი Чистая Вода-ს შეძენა სურს – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო RBC-ი ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, „ბორჯომის მინერალურმა წყლებმა“ რუსეთის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურს უკვე მიმართა. აღნიშნული მიმართვა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.
როგორც RBC წერს, „ბორჯომის მინერალური წყლები” საერთაშორისო ჰოლდინგის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში 8 ქარხანას ფლობს.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ”ფორტუნა” თავად კომპანიის წარმომადგენლებთან შეეცადა. როგორც ”ბორჯომში” განმარტეს, ამ ეტაპზე კომპანია Чистая Вода-ს შეძენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.