LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით რეისი გადაიდო

502

დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით ავიარეისი გადაიდო. ფრენა 15:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო რეისი ვერ განხორციელდა.

აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისი-მენინგემის მიმართულებით ავიარეისი სავარაუდოდ, ხვალ, 18:55 საათზე შესრულდება.

დღესვე, ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო. აღნიშნულის გამო მგზავრები ქუთაისიდან ტაქსებით თბილისში გადმოიყვანეს, რომლებიც ბერლინში სწორედ დედაქალაქიდან გაფრინდნენ.

გარდა ამისა, უამინდობის მიზეზით, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდიდან წამოსულმა თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით ასევე თბილისის აეროპორტში დაფრინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g