”ლესტერის” მიერ პრემიერლიგის მოგებამ ქალაქს 160 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავალი მოუტანა.
ეკონომისტების მიერ ჩატარებული გათვლების შედეგად დადგინდა, რომ ”მელიები” მართლაც საკმაოდ ეხმარებიან ლესტერშირის საგრაფოს ცენტრს.
127 მილიონი ევრო ქალაქის ბიუჯეტში გუნდის თამაშის დღეებში განხორციელებული საზოგადო ღონისძიებების წყალობით შევიდა, 33 მილიონი კი უშუალოდ საფეხბურთო კლუბისაგან.
”სპორტულმა და კომერციულმა წარმატებებმა ლესტერს საშუალება მისცა, იყოს ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი ნაწილი. გუნდის განვითარებასთან ერთად, ”მელიები” გარშემო იკრებენ გულშემატკივართა უფრო დიდ რიცხვს, გუნდშიც უფრო მეტი ადამიანი საქმდება. ”ლესტერი” იკრებს ინვესტიციებს და ეს ყველაფერი რეგიონზე კარგად მოქმედებს”, – ციტირებს ეკონომისტ მარკ გრეგორის სიტყვებს Сityam.com.
შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლების სეზონში ”ლესტერი” ისტორიაში პირველად და ყველაზე სენსაციურად გახდა ინგლისის ჩემპიონი.