LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 10 ულამაზესი კაბა პრინცესა დაიანას გარდერობიდან

1823
princes-diana-news343445

მანამ, სანამ მსოფლიო ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის გარდერობს განიხილავს, „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, გაგახსენოთ სამეფო ოჯახის ყველაზე გემოვნებიანი წევრის, პრინცესა დაიანას ულამაზესი კაბების კოლექცია. პრინცესა დიანა 60 წლის გახდებოდა

1. ულამაზესი ლურჯი ფერის ორეული, პიჯაკი და ქვედაბოლო, პრინცესა დაიანას 1981 წელს ეცვა. ფოტო ბუკინგემის სასახლეში პრინც ჩარლზთან ნიშნობის დღესაა გადაღებული.

2. ცისფერი კაბა Bellville Sassoon-ის კოლექციიდან, პრინცესა დაიანას 1981 წელს „ვიქტორია და ალბერტის“ მუზეუმში ვიზიტისას ეცვა.

3. ულამაზესი წითელი კაბა თეთრი მაქმანებით. დაიანაზე 1982 წელს ვიხილეთ, როდესაც ორსული ლეიდი დი The Barbican -ის ცენტრს ესტუმრა.

4. ვარდისფერი ორეული, გოფრირებული ქვედაბოლო და ბლუზი თეთრი საყელოთი. ლეიდი დის 1982 წელს, მეგობრის ქორწილში ეცვა.

5. ეს ბრეტელებიანი წითელი კაბა ლეიდი დის 1982 წელს, როიალ ალბერ ჰოლში ვიზიტისას ეცვა.

6. ველვეტის ყავისფერი კაბით დაიანა ბირმინგენმში ვიზიტისას, 1982 წელს ვიხილეთ.

7. ულამაზესი ვარდისფერი კაბა თეთრი კოპლებით, დაიანას 1983 წელს, პრინც ჩარლზთან ერთად ავსტრალიური ტურნეს დროს ეცვა.

8. Bruce Oldfield-ის ცისფერი კაბა ვერცხლისფერი დეტალებით და ულამაზესი ტიარა, ეს პრინცესა დაიანას 1983 წლის ლუქია.

9. ულამზესი ყითელი კაბა კანადური ტურნედან.

10. „ქეთრინ უოლკერის“ ნაზი ვარდისფერი ანსამბლი პრინცესა დაიანას იტალური ტურნედან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები