საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება გადაიდო. ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმის” განხილვა, სავარაუდოდ, 2017 წლის 18 იანვრამდე გადაიდო.
წინასწარი ინფორმაციით, იანვრის სესიაზე დეპუტატები შესაბამისი რეგლამენტის 2016/0142(COD) განხილვას პირველი მოსმენით გეგმავენ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველო და უკრაინისთვის ამოქმედდება მხოლოდ „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.