თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბავშვთა კვების მნიშვნელოვან ასპქტებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რაციონალური და არა მაღალკალორიული კვება. ის ფაქტი, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის გარანტიაა, ეს დიდი ხნის ცნობილი ფაქტია. აქ მნიშვნელოვანია, რა კომპონენტები უნდა შევთავაზოთ ბავშვს, მინერალები, ვიტამინები, ნახშირწყლები, ცხიმები რა თქმა უნდა, რაციონში უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელიც ცხიმები და ნახშირწყლები. სხვადასხვა დაავადებების რისკების ზრდასთნ მიმართებაში გადაიხედა ბავშვთა კვების რაციონი და აღმოჩნდა, რომ ის, რასაც ჩვენი ბებიები გვაძალებდნენ, კარაქისა და თაფლის დიდი ულუფა, მანანის ფაფა, არ აღმოჩნდა ჯანმრთელი პროდუქტები. თაფლი მინიმუმ 3-4 წლამდე ბავშვის რაციონიდან ამოღებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს, მით უმეტეს, თუ ოჯახურად დამძიმებულია ანამნეზია. კვების რაციონიდან ამოღებულია წვენებიც, მით უმეტეს, თუ ეს არის არანატურულური და დაშაქრული წვენები. უნდა ვიცოდეთ, რომ კომპოტი ხილს ვერ ჩაანაცვლებს. ერთ ჭიქა წვენის მისაღებად საჭიროა მინიმუმ ორმაგი, სამმაგი ხილის დოზა. აქვე უნდა იცოდეთ, რომ 2-დან 4 წლამდე ბავშვის დღის რაციონი შემოიფარგლება 1400 კალორიით. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დიეტაზე, წარმოიდგენთ ალბათ, რამდენად მცირე ულუფაა მოცულობით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რა შედის ამ 1400 კალორიაში. უხშირესად საქმე გვაქვს შერჩევით უმადობასთან. ამ დროს ბავშვი ფანტასტიკურად ვითარდება და ასაკობრივად ნორმაშია. ეს ნიშნავს, რომ მას შერჩევითი უმადობა აქვს, არ ჭამს იმას, რა მშობელს უნდა და ჭამს შემწვარ კარტოფილს, მაკარონს, პურ-ფუნთუშეულსა და ტკვილეულს. ცხადია, თუ ბავშვი ამას დააგემოვნებს და კალორიას აღიდგენს, მას აღარ უნდა წვნიანები. დღეს უამრავი კვლევა ტარდება კვებასა და მენტალური ჯანმრთელობის კავშირის დასადგენად. დადგენილი ფაქტია, რომ დეპრესიის, ნერვული აშლილობების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ინტოლერანტობა და არასწორი კვება იყოს. არასრულფასოვანი კვება აისახება როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ აქტივობაზე. ყველა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელი პირობაა, ყველა არ მოეწონება იოგურტი და მაწონი. შეიძლება ამის კორელაცია, თუნდაც სხვა პროდუქტების ჩანაცვლებით.
ძალიან სასარგებლოა თხილი და ნიგოზი ბავშებისთვის. ნიგოზი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და ომეგას, რაც მენტალური განვითარებისთვის ძალიან კარგია. 2-3 ლებანი ნიგოზი ჩაანაცვლებდა ომეგას. დიდებში რეკომენდებული დოზა, 4-5 ლებანია და ის გულსისძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. რაც შეეხება ტკბილეულს, ზოგადად მიზანმიმართული მავნებლობა მას არ აქვს. აქ მნიშვნელოვანია, როდის დააგემოვნებინებს მშობელი ბავშვს ამ პროდუტს. მაგალითად ჩემს შვილს საბავშვო იოგურტი ყველაზე ტკბილი პროდუქტი ჰგონია. ახლა 2 წლის 4 თვის არის და შოკოლადი, გაზიანი სასმელები და წვენები არ დაუგემოვნებია. ამიტომ მისთვის წამახალისებელი არის იოგურტი. ვიცი, რომ, ოდესმე დააგემოვნებს და მე შევეცდები, რომ ეს ეტაპი მაქსიმალურად გვიან დადგეს. ყველა მშობელმა გადასარევად იცის, რა არის კარგი და რა, ცუდი. თუ შევეცდებით, ბავშებს 3 წლამდე ტკბიელეული არ დავაგემოვნებინოთ, ამოვიღოთ თავისუფალი სახით მარილი და შაქარი, იდეალური ვარიანტია.