ლელა წურწუმიას და სტეფანეს ტური გუშინ „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალზე შედგა. პირველ ნაწილში ქართული სცენის დივას რეპერტუარიდან მელოდიური და ლირიკული სიმღერები მოვისმინეთ ნახევარფინალური ხუთეულის შესრულებით.
ლელამ თავად გაუწია მენტორობა ხუთივე მონაწილეს.
ერთ-ერთ კონკურსანტთან რეპეტიციისას ის ხელით ანიშნებდა დრამერს, როგორი ენერგია სჭირდებოდა მისგან. ამ უცნაურმა მოძრაობამ მისი მეუღლე, კახა მამულაშვილიც გაახალისა და ვიდეო თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.
ვიდეომ არა მხოლოდ მამულიჩა გაამხიარულა და ის სოცქსელების ჰიტად იქცა.