3 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება სტუდენტური ორკესტრის კონცერტი. ორკესტრს უკვე ცნობილი ახალგაზრდა დირიჟორი, მირიან ხუხუნაიშვილი უხელმძღვანელებს.
მუსიკალურ ღონისძიებაზე გამოვლენ სოლისტები: თამთა მაღრაძე, ანი გიგაური, მაგდა ჭაჭიაშვილი და თამარ გოჩაშვილი. შესრულდება ბიზეს, პუჩინის, პროკოფიევის, გრიგისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.

