LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს აკვირდებიან

195
პალატა

სანამ საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაცია ხორციელდება, პარალელურად, აეროპორტებში მგზავრების კონტროლი გრძელდება. ამ დროისთის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამ პაციენტს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სამივე მათგანი ჩინეთშია ნამყოფი, მათ შორის ერთი – უჰანში. აქედან ერთ-ერთ 25 წლის ქალია, რომელსაც აეროპორტში თერმოსკრინინგით მაღალი ტემპერატურა დაუდგინდა და აეროპორტიდან  დღეს გადმოიყვანეს.

აეროპორტში 25 წლის ქალს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, ის ჩინეთში მასწავლებლად მუშაობდა

ქალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულები არიან, რომ არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, სიმშვიდისთვის, ლაბორატორიულ პასუხებს ელოდებიან, რომელიც სამშაბათს იქნება მზად. 

“დღესდღეობით, კლინიკაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი ახალი და ორი თქვენთვის ცნობილი პაციენტები. იმისთვის, რომ ვიყოთ ძალიან მშვიდად, ველოდებით პასუხს რეფერალური ლაბორატორიიდან. დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება, მაგრამ როცა მივიღებთ პასუხს, მოიხსნება ყველა კითხვა” – ამბობს მარინა ეზუგბაია.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g