LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქცია დაიწყო

62

“საქართველოს ბანკმა” სამომხმარებლო სესხზე წინასაახალწლო აქციის დაწყების შესახებ განაცხადა.
როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, ყველა, ვინც ისარგებლებს ან დაპორტირდება სამომხმარებლო სესხით ”საქართველოს ბანკში”, 6 იანვრის ჩათვლით, საჩუქრად მიიღებს სესხზე 1 თვის საპროცენტო შენატანს, შესაბამისად სესხის დაფარვას დაიწყებს 2 თვის შემდეგ. ამასთან, აქციით სარგებლობისას მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გამოთავისუფლებული თანხები, წინასაახალწლოდ სურვილისამებრ გამოიყენოს.

”სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობით, იქნება ეს საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, თუ განათლების დაფინანასება უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში. სამომხმარებლო სესხის თანხა 400 ლარიდან იწყება, სესხის ვადა კი მაქსიმუმ 10 წელია”, – განმარტეს ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ცნობით, მომხმარებელს დამატებითი ინფორმაცია სამომხმარებლო სესხის შესახებ შეუძლია იხილოს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.sb.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g