ოდესაში მწვავე ნაწლავური ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა, ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული ბიურო ავრცელებს. მომხმარებლების უფლებათა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, საკვები მოწამვლა 21 ადამიანს დაუდგინდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მაღაზიების ქსელ „აბჟორაში“ იყიდებოდა ტორტი „ნაპოლეონი“. მედიკოსების მოსაზრებით, სწორედ უხარისხო ტორტი გახდა დიდი რაოდენობით ადამიანის მოწამვლის მიზეზი.
დარჩენილი „ნაპოლეონი“ მაღაზიების ქსელიდან ამოიღეს.