LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ოდესა დაბომბა, არის მსხვერპლი – დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი

231
ფორტუნა - 2023-07-23T120802.793

რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოდესის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ღამით რუსეთის ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“ და „ისკანდერის“ ტიპის.

“დაზიანდა ათობით ავტომობილი, ქალაქის ბევრი კორპუსის ფასადები და სახურავები, ჩაიმსხვრა ფანჯრები. რუსული რაკეტის დარტყმით ოდესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) საკათედრო ტაძარი დაზიანდა”, – აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. დანარჩენებმა კი ზიანი მიაყენეს ქალაქში მდებარე ობიექტებს, მათ შორის საპორტო ინფრასტრუქტურას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები