LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცვატა ბერძენიშვილი: „ლაშა ტალახაძე უდიდესი მოვლენაა მსოფლიო სპორტში და სევდიანია, რომ „ორმოზდარვას“ იძახის პოლიტიკურ რეკლამაში…“

1071
cvata-berdenishvili-news

ცვატა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილისა და ლაშა ტალახაძის დაპირისპირებას ეხმაურება და წერს, რომ ტალახაძე არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში მოვლენაა და სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს ეხუტება.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ლაშა ტალახაძე უდიდესი მოვლენაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ხაზს ვუსვამ – მსოფლიო სპორტის(!) და არამხოლოდ ქართული სპორტის, ან მხოლოდ ძალოსნობის.

მისნაირი სპორტსმენები ათწლეულებში ერთხელ იბადებიან. წლების შემდეგ, როდესაც კარიერას დაასრულებს, ოქროს ასოებით შევა სპორტის ისტორიაში და მსოფლიოს უდიდესი ათლეტების გვერდით საპატიო ადგილს დაიკავებს.

ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით სევდიანია ის, რომ, მგონი, თავადაც ვერ ხვდება საკუთარ სიდიადეს და ხან “ორმოზდარვა”-ს იძახის პოლიტიკურ რეკლამაში და ხან ვიღაც პოლიტიკოსებს ეხუტება. მისი სახელი თაობებს დარჩება და ის პოლიტიკოსები, ვინც დღეს მის სახელს და ავტორიტეტს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, ხვალ აღარავის ემახსოვრება.

ცრემლებამდე სევდიანი ამბავია, მართლა…

P.S. კი, ოლიმპიადაზე ვუქომაგებ ისევ – სხვანაირად არ შემიძლია“.

 

ზუკა ბერძენიშვილის შეურაცხყოფას ლაშა ტალახაძემ უპასუხა: „რა უნდა შესთავაზონ, რომ გახარიას ამოუდგეს გაბადრული…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g