საოჯახო ტექსტილის ბრენდი TAC-ი საქართველოში ფილიალების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ ახალი მაღაზია სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში” გახსნა. ფილიალში 4 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება პროდუქციას, წარმოდგენილია სრული კოლექცია, დაახლოებით 900-ამდე დასახელების პროდუქტი.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ისთ ფოინთის” ფილიალი TAC-ისთვის რიგით მეშვიდეა, უახლოეს დღეებში კი ბრენდი კიდევ ერთ მაღაზიას რუსთაველის განზირზე, სავაჭრო ცენტრ ”მერანში” გახსნის.
ამასთან, TAC -მა წინასაახალწლო აქციაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი ბრენდის პროდუქციას 10-დან 50%-ამდე ფასდაკლებით შეიძენს. ფასდაკლება ვრცელდება სხვადასხვა კოლექციებზე.
ცნობისთვის, TAC უმსხვილესი თურქული ჰოლდინგის ZORLU-ს წევრია, რომელიც 4 საქმიანობის არეალს აერთიანებს: ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უძრავი ქონება და ელექტროენერგიის გამომუშავება.