LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის გახსნა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები

1070
715 x 400

თუ მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეთ, წინ საკმაოდ მრავალფეროვანი გზა გელით. ბევრი დეტალი გექნებათ გასათვალისწინებელი, რომლის ერთობლიობაც ქმნის მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ მაღაზიას, ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკითხია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მაღაზიის გახსნიას?

ლოკაციის შერჩევა

უპირველესად სწორად უნდა შეარჩიოთ ლოკაცია. ეს უნდა იყოს ხალხმრავალი ადგილი, სადაც აუცილებლად იქნება პარკინგისთვის გამოყოფილი სივრცე, მინიმუმ რამდენიმე მანქანის გასაჩერებელი ადგილი მაინც, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მომხმარებლისთვის. თუ მანქანის გაჩერება მაღაზიის წინ პრობლემას წარმოადგენს, ჩათვალეთ, რომ 10 მომხმარებლიდან 7 დაკარგეთ, რადგან იქ წავლენ, სადაც მარტივად დაპარკინგდებიან და პარკებით დატვირთულნი ავტომობილთან ძალიან მალე მივლენ.

გარე რეკლამა

მას შემდეგ რაც ლოკაცია სწორად იქნება შერჩეული და მაღაზია ინვენტარით აღჭურვილი, აუცილებლად მოსაფიქრებელია მაღაზიის სახელი, რის შემდეგაც უნდა იზრუნოთ გარე რეკლამაზე, რაც ხალხს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მალე აქ მაღაზია გაიხსნება.

პოზიტიური სტაფი

მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლების შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც თქვენი ბიზნესის მომავალ წარმატებას განსაზღვრავს. პოტენციური კლიენტების კმაყოფილება სწორედ მათზეა დამოკიდებული.

უსაფრთხოება

სათვალთვალო კამერებით ობიექტის უზრუნველყოფა ის მთავარი ამოცანაა, რომელიც თქვენი ბიზნესისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიად უნდა იქცეს. სწორად განსაზღვრეთ სად და რომელ წერტილებში უნდა განთავსდეს კამერები, რათა როგორც გარე ასევე შიდა პერიმეტრს წვდებოდეს მისი „მხედველობის არე“.

სალაროსა და მარაგების მართვის პროგრამა

მაღაზიის ეფექტური მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია გქონდეთ სალაროსა და მარაგების ისეთი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ –  როგორც ბიზნესოპერატორს, მართოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან; მოლარეს – სწრაფად აწარმოოს გაყიდვები, რაც თავისთავად მიგიყვანთ მომხმარებლის კმაყოფილებამდე, რადგან თავიდან აირიდებთ რიგებს და მოკლე დროში შეძლებთ მოემსახუროთ უფრო მეტ კლიენტს.

ბიზნესის მართვისა და მარაგების აღრიცხვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, სწორედ ის პროგრამაა, რომელიც აღრიცხავს შესყიდულ თუ გაყიდულ პროდუქციას და იძლევა ზუსტ ინფორმაციას მარაგების შესახებ. ამასთანავე, ოპტიმო მოლარისთვის განკუთვნილი სწრაფი და მოქნილი სისტემით გამოირჩევა, რომელიც უზრუნველყოფს გადახდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით.

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა სკანერი ვერ „ხედავს“ კონკრეტული პროდუქტის შტრიხკოდს, არის გაურკვევლობა და დგება რიგი, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას, ოპტიმო კი მოლარეს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტი არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით მოძებნოს, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია და.ა.შ. ეს ერთგვარად ხელს უშლის რიგების წარმოქმნას და კმაყოფილს ტოვებს როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნესოპერატორს.

როგორ ხდება Optimo- სერვისით სარგებლობა?

თუ თქვენი მაღაზიისთვის მრავალმხრივ მოსახერხებელი მაღაზიის პროგრამა ოპტიმოთი სარგებლობა გსურთ, შეავსეთ განაცხადი https://optimo.ge/request-demohttps://optimo.ge/request-demo და ისარგებლეთ 1 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები