LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო კვიტაიშვილი: „ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეძრომას არ ვაპირებ, რადგან გათხოვება არ მინდა…“

737

მომღერალ მაკო კვიტაიშვილისთვის ეს წელი ნაყოფიერი გამოდგა შემოქმედებითი თვალსაზრისით. მისი ჯგუფი „Friendly Mosquito“, რომელიც ნიჭიერი მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული და საინტერესო მუსიკას ქმნის, გააქტიურდა და მათგან მომავალ წელს ბევრ ახალ ნამუშევარს უნდა ველოდოთ.

მაკოს პირადი ცხოვრებაც აწყობილი აქვს. მომღერალს საახალწლო განწყობასა და ტრადიციებზე ვკითხეთ და შევიტყვეთ, რომ შინ უზარმაზარი ნაძვის ხე აქვს, რომელსაც ყოველ წელს ლამაზად რთავენ. დედა, ეკა მიშველაძე შვილებთან ერთად აღარ ცხოვრობს, მეუღლესთან, ალექსი პეტრიაშვილთან ერთად სხვა სახლში გადავიდა, მაგრამ გოგონების აწყობილ ნაძვის ხეს ხელს მაინც შეავლებს…

მაკო:

ჩემი ბავშვობის ტრადიციიდან ყველაზე კარგად მახსოვს, რომ მთელი ოჯახი ერთად ვხვდებოდით ახალ წელს. ახლაც ასეა, რადგან ეს ჩვენთვის დამახასიათებელია. საჩუქრები მხვდებოდა ნაძვის ხის ქვეშ. რაც გავიზარდეთ, ეს ტრადიცია არ შეიცვალა. 12 საათის მერე უნდა გავხსნათ და ყოველ 31 დეკემბერს გვხვდება ხოლმე ნაძვის ხის ქვეშ. ეს მიყვარს ყველაზე მეტად ამ დღესასწაულში (იღიმის).

ნაძვის ხეს ვინ აწყობს?

ნაძვის ხეს, ძირითადად, ეკა აწყობდა, მე და ჩემი და ვეხმარებოდით. ახლა, რაც მე და ჩემი და მარტო ვცხოვრობთ, ჩვენ ვაწყობთ, ეკას ბოლოს შეაქვს ხოლმე საკუთარი წვლილი. იმედია, ახლა ჩვენი მეგობრებიც მოგვეხმარებიან. ნაძვის ხის აწყობა დიდი რიტუალია ჩვენს სახლში. გვაქვს უზარმაზარი ნაძვის ხე და ულამაზესია ყოველ წელს.

რაიმე ახალი ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

ტრადიცია არა, მაგრამ ახალი ისაა, რომ მეტი ვართ ოჯახში, დედას მეუღლე, მისი შვილები და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად შევხვდებით ახალ წელს (იღიმის). 12 საათზე ყოველთვის სახლში ვართ, სულ ვცდილობთ, ასე იყო, რადგან მხოლოდ ერთხელ არ შევხვდი შინ ახალ წელს, კონცერტი მქონდა და ძალიან ცუდი ახალი წელი გამოდგა. სახლის ახალი წელი უფრო მიყვარს. წელს მეგობრებს მოვიპატიჟებ. მირჩევნია, სახლში ვიყო კომფორტულად.

31 დეკემბერს მაგიდის ქვეშ თუ შემძვრალხარ, ამბობენ, ვისაც გათხოვება უნდა, ასე უნდა მოიქცესო. ბედობის თუ გჯერა?

ბედობის ნაწილობრივ მჯერა, მაგრამ არა ბოლომდე. მხოლოდ რაღაც მხრივ. ვიცი, რომ ბედობაზე რა გარემოშიც იქნები, ის დაგებედება და ვცდილობ, კარგ გარემოში შევხვდე ამ დღეს. მაგიდის ქვეშ 31 დეკემბერს არ შევმძვრალვარ, არ მინდა გათხოვება და არც ახლა შევძვრები (იღიმის).

2016 წელი მთლიანობაში როგორი იყო? სიყვარულიც გეწვია, შენი ჯგუფიც გააქტიურდა…

კარგი წელი იყო, მაგრამ ცოტათი მაიმუნური. ბევრი გაუგებარი რამ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ნორმალურად დასრულდა და ამიტომ კმაყოფილი ვარ ამ წლით. შეყვარებული მყავს, ჯგუფი მყავს, რომელიც ახალ სიმღერებზე მუშაობს. ვიმედოვნებ, 2017 უკეთესი იქნება ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის ზოგადად (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g