12 დეკემბერს, ფონდმა Unicef-მა, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედებს, 70 წლის იუბილე აღნიშნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ნიუ-იორკში გალასაღამო გაიმართა, რომლის სტუმრებიც დევიდ ბექჰემი, ორლანდო ბლუმი, ჯეკი ჩანი და სხვა ცნობილი ადამიანები გახდნენ.
საღამოს მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ მასში ბავშვები მონაწილეობენ: ასეთი იდეა თავად ფონდის წარმომადგენლებს მოუვიდათ, რადგან Unicef სწორედ ბავშვების პრობლემით არის დაინტერესებული.
საღამოს კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაწილი პრიანკა ჩოპრას ფონდის კეთილი ნების ელჩად დანიშვნა გახდა – აქამდე ინდოელი მსახიობი საკუთარი ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაციების ინტერესებს აქტიურად იცავდა.