LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრედ პიტმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

2184
download (1)

ლოს ანჯელესში, კინოსამყაროს ყველაზე გავლენიანი და ცნობილი დაჯილდოება გაიმართა. ამერიკის კინოაკადემიამ გასული წლის ფავორიტი ფილმები, მათი შემქმნელები, ასევე მსახიობები გამოავლინა და შესაბამისი ჯილდოც გადასცა.

მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის,ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood ბრედ პიტს ოსკარი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 56 წლის ბრედ პიტისთვის ეს პირველი ოსკარია.

ბრედმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს და პარტნიორს ფილმში, ლეონრადო დიკაპრიოს, რომელიც ამავე ფილმში კაცის მთავარი როლის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

კაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში ბრედთან ერთად ასევე წარდგენილები იყვნენ:

  • ტომ ჰენკსი, A Beautiful Day in the Neighborhood
  • ენტონი ჰოპკინსი, The Two Popes
  • ალ პაჩინო, The Irishman
  • ჯო პეში, The Irishman

https://www.facebook.com/TheAcademy/videos/141521736921051/?v=141521736921051

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები