“კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი, რაც არის „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა,”- ასე გამოეხმაურნენ “ევროპულ საქართველოში” “სითი პარკისთვის” კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარის გადახდას.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერი წინასაარჩევნო დაპირების არ შესრულებაში დაადანაშაულეს.
“ევროპული საქართველოში” იხსენებენ, რომ 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა:
მერია “სითი პარკს” 25 მილიონ ლარს არ გადაუხდის – რატომ შეწყვიტა კომპანიამ დავა
“2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ეს არის „ქართული ოცნების“ მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა.
მეორე – კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს – კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება.
თბილისის მერმა 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულების შეწყვეტა დააანონსა. როგორც კალაძემ განმარტა, კომპანია ბაზრიდან გავა და მას დროებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილების მიზეზად, მერმაც და ვიცე მერმაც “სითი პარკისთვის” დაკისრებული ერთადერთი ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელა. “30%-ზე მეტი საპარკინგე ადგილების მოუწესრიგებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად კანონისა და ხელშეკრულების პირობების […]
"სითი პარკი" მიდის, ჯარიმები რჩება - რა იცვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ?
მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, მერიას არ აუშენებია/მოუწყია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისთვის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე, ისეთივეა დღეს.
კალაძის პასუხი სითი პარკს: აღარ მაინტერესებს რას ფიქრობენ
ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კახა კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში,”- განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია „ქართული ოცნების“ მმართველობის სამარკო ნიშნები, რომლის ფასსაც თვითოეული ჩვენი მოქალაქე იხდის.
თბილისის მერიის ცნობით, მერიასა და კომპანია სითი პარკს შორის შეთანხმება შედგა.შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მერიამ კომპანიას 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან.სანაცვლოდ სითი პარკმა შეწყვიტა სამართლებრივი დავა – უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი.