LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ პომპეო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს

88
pompeo-9

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციას. მანვე განმარტა, რომ რუსეთი დეზინფორმაციის პროპაგანდას ეწევა.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან აღმოსავლეთ ევროპის და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის… ამასთან ერთად, რუსეთი აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას. თავის მხრივ, აშშ შეიარაღებით ეხმარება უკრაინას, რომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ასევე, შეერთებული შტატები ბალტიისპირეთთან მუშაობას კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან აღმოსავლეთ ევროპის და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს მხარდამჭერ განცხადებას უკვე გამოეხმაურა დავით ზალკალიანი. საგარეო საქმეთა მინისტრმა “ტვიტერის” საშუალებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა:

“მადლიერნი ვართ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიმართ, რომელიც დგას საქართველოს გვერდით რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდასთან ბრძოლაში…მე ვაფასებ აშშ-ს წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოსნაირ მოკავშირეებთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით“,-წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები