LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანი ხვიჩა კვარაცხელიაზე – ვერ აღგიწერთ, რა განცდა მეუფლება, ეს არაჩვეულებრივი სპორტსმენი ჩვენი იმედია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია

197
Untitled design (2)

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანი ეხმიანება სტატიას, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსში“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოქვეყნდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო: The New York Times

როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, ხვიჩა კვარაცხელია ქვეყნის იმედია, რომელმაც დიდი ცეცხლი დაანთო და საქართველო ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია:

„ჩვენი ძალიან მაგარი ბიჭის ამბავმა ამერიკამდეც მოაღწია. „ნიუ იორკ თაიმსის“ ძალიან კარგი სტატია ხვიჩაზე და ქართულ ფეხბურთზე. ბევრი ასეთი წარმატებული ისტორია გვჭირდება. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩვენი ერის მაკონსოლიდირებელი.

ეს არაჩვეულებრივი სპორტსმენი და ადამიანი ჩვენი იმედია, ნაპერწკალი, რომელმაც უკვე დიდი ცეცხლი დაანთო და ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია.

მის თამაშებს ამერიკულ CBS Sport-ზე ვუყურებ. ვერ აღგიწერთ, რა განცდა მეუფლება იმ კომენტარებზე, რომელსაც წამყვანი სპორტული მიმომხილველები აკეთებენ მის შესახებ.

ბევრი წარმატება და გამარჯვება ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს!“ – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები