LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პაშა ბანკი” 2017 წელს “მწვანე” პროექტებს განახორციელებს

103

”პაშა ბანკმა” ახალ წელთან დაკავშირებით, პარტნიორების სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო. აღნიშნული ნერგები ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დაირგო.

“ჩვენი პარტნიორებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე, განვაცხადეთ, რომ 2017 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას “მწვანე” პროექტებს დავუთმობთ. მომავალი წლისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოსთვის სასარგებლო არაერთ აქტივობას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორებისთვის 2000 სახელობითი ხე დავრგეთ, რასაც სიმბოლურად კიდევ 17 დავუმატეთ”, – განაცხადა ”პაშა ბანკის” გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამადოვმა.

“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები საახალწლო საჩუქრით კმაყოფილნი დარჩებიან. ამ პროექტის შედეგად, თითოეულ მათგანს აქვს მონაწილეობა მიღებული ულამაზესი ტყის რეაბილიტაციაში. პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა კომპანია “Treepex”, რომელიც აქტიურად მუშაობს “მწვანე” პროექტების მიმართულებით და ბევრი უკვე იყენებს მათ სპეციალურ აპლიკაციას ხეების დასარგავად”, – აღნიშნა ”პაშა ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g