LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში პარლამენტის შენობა იყიდება – “მან ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა უნდა შეიძინოს”

221
pjimage

ქუთაისში პარლამენტის შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა. მისი თქმით, შენობას სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.

“ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა.

მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი”, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი.

შენობა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა. მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g