ამერიკელმა მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ მალიბუზე 23 მილიონად შეფასებული ვილა შეიძინა.
მდიდრული საცხოვრებლის მფლობელი გარკვეული პერიოდი რეჟისორი და პროდიუსერი რიდლი სკოტიც იყო, რომელმაც ის 2004 წელს 7,2 მილიონ დოლარად შეიძინა და წელიწადნახევრის შემდეგ 11 მილიონად გაყიდა.
რა გეგმები აქვს დიკაპრიოს ახლად შეძენილ მდიდრულ საცხოვრებელთან დაკავშირებით, უცნობია.
ვილა კუნძულის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და ის ადგილობრივ სამოთხედაც ხშირად მოიხსენიება.

