რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვს ქართველი ჟურნალისტები „თავს დაესხნენ“. ამ სტატუსზე მალევე ქართველების მთელი არმია გადავიდა და მარია ზახაროვას „ფეისბუქი“ კომენტარებით აავსეს. მას ასევე გამოუქვეყნეს ქორწილის ფოტოებიც.
შეგახსენებთ, რომ „იმედისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტები ცდილობდნენ, სერგეი ლავროვისგან კომენტარი აიღოთ, რა დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ ავადმყოფი გოგონები უწოდა…
