LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არასდროს მიფიქრია, რომ ეს საფრთხის შემცველია” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე კოვზით ზიარებაზე

539
ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში კოვზით ზიარების უსაფრთხოების საკითხს ეხმაურება.

„წამოიჭრა კოვზით ზიარების უსაფრთხოების საკითხი. მე პირადად არასოდეს მიფიქრია, რომ საფრთხის შემცველია ეს ჩემთვის (მრევლის ზიარების შემდგომ დარჩენილ წმ. ნაწილებს- ევქარისტიულ პურსა და წყალგარეულ ღვინოს მღვდელი/დიაკონი ღებულობს იმავე კოვზით) ან სხვისთვის, გამომდინარე ევქარისტიის მადლისა და ენერგიების. თუმცა ისიც გვახსოვდეს, რომ მოციქულ პავლეს მიხედვით, უღირსად და ურწმუნოდ მაზიარებელი ფიზიკური სნეულებებით გაიტანჯება.ზოგადად, მსჯელობის და აზროვნების საგანი ყველაფერი შეიძლება იყოს და მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში. სადაც აგრესიაა, იქ რწმენა არაჯანსაღია.

უნდა ვიცოდეთ, რომ კოვზით ზიარება გვიანდელი საუკუნეების მოვლენაა, ჩნდება ბიზანტიაში და შემდგომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებმაც გადაიღეს. საქართველოს ეკლესიაში კოვზით ზარების დაწყების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მაქსიმალურად ქვედა ზღვარად შეგვიძლია დავასახელოთ მე-11 საუკუნე, რადგან საქართველოში ამ საუკუნეში შეცვალა მოციქულთა იაკობის და პეტრეს ლიტურგიები ოქროპირის და ბასილი დიდის ლიტურგიებმა. ხოლო მოციქულთა ლიტურგიებში დღესაც კოვზის გარეშე ხდება ზიარება, ისევე როგორც თავდაპირველად იგივე ხდებოდა ოქროპირის და ბასილის ლიტურგიებშიც: მრევლის გადაჯვარედინებულ ხელის გულზე სამღვდელო პირის მიერ ევქარისტიული პურის დადება და ბარძიმიდან ევქარისტიული ღვინის შესმა (როგორც ეს დღესაც ხდება საკურთხეველში სამღვდელოების ზიარებისას). მაგრამ თუ ვფიქრობთ რომ ვირუსი ზიარებისას გადამდებია, პირვანდელი საუკუნეების პრაქტიკაც ვერ გვიშველის, არ არის კოვზი, მაგრამ საერთო ბარძიმიდან ვსვამთ და ვეხებით ბაგეებით. ამდენად, უნდა გვწამდეს, რომ ევქარისტია (ზიარება) უსაფრთხოა რწმენით, სიყვარულით და ღვთისმოშიშებით მაზიარებლისათვის, ხოლო ვისაც აქვს ეჭვი და შიში, სჯობს არ ეზიაროს.” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g