LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაში დასვენების მსურველებს „ინნ ჯგუფი“ სპეციალურ აქციას სთავაზობს

915
88036148-649705249123564-7866503447556653056-n

სასტუმროები „ბაკურიანი ინნ“ და „გუდაური ინნ“ 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით,  მთაში დასვენების მსურველებს გამორჩეულ აქციას სთავაზობს. ნებისმიერი მსურველი 15 და 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

„ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ, რომ დამსვენებლებისთვის ჩვენი სასტუმროები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაგვეხადა, ამიტომ თითოეული მსურველი, რომელიც სასტუმროში „ბაკურიანი ინნ“ 4 დღეზე ნაკლებ ჯავშანს გააკეთებს 15 %-იან ფასდაკლებას მიიღებს, 4 დღეზე მეტის შემთხვევაში კი 20% ფასდაკლებით ისარგებლებს, რაც შეეხება „გუდაური ინნს“ – ნებიემიერი დამსვენებელი 2 კვირის განმავლობაში 30 და 35%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ,“ – აღნიშნა „ინნ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ.

შეგახენებთ, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად 15 თებერვალს გაიხსნა, ის პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა ბაკურიანში, რომელიც 155 განსხვავებული ტიპის ნომრებისგან შედგება,  „გუდაური ინნ“ კი გუდაურის ცენტრში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც დამსვენებელს უკვე 3 წელია ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g