იან კელი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას ცემა შემაშფოთებელი ფაქტია, თუმცა აშშ-ს ელჩი მოხარულია, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო.
„ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით“, – განაცხადა კელიმ.
„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.