ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (ლიბე) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას კენჭი ეყარა, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
42-მა დეპუტატმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.
დოკუმენტის საბოლოოდ განხილვა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხდება. სესია თებერვალში გაიმართება.
აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ხოლო 20 დეკემბერს ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში მუდმივის წარმომადგენლების კომიტეტის დონეზე დაეთანხმა ცვლილების მიღებას.
ევროპარლამენტის სესიაზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.