LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგზავნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები რუსეთში – “იანდექს ტაქსი საქართველოს” განცხადება

156
იანდექსი

რუსეთის საგამოძიებო იწყებაში “იანდექსის” მგზავრების პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “იანდექს ტაქსი საქართველო” განცხადებას ავრცელებს.  კომპანიის განმარტებით, ის ზედმიწევნით იცავს ყოველი ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მისი აპლიკაცია მუშაობს.

“ყველა ქვეყანაში, სადაც მუშაობს ჩვენი სერვისი, არსებობს კანონები, რომლის მიხედვით ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების მიერ ოფიციალური მომართვის საფუძველზე მიაწოდოს მათ კონკრეტული მომხმარებლების მონაცემები.

ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომართვა გაფორმებული იქნება ოფიციალურად წერილობითი სახით ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

„იანდექს ტაქსის აპლიკაციით, თქვენს პირად ინფორმაციას აკონტროლებენ – ეს ბიზნესი არაა“

“იანდექს ტაქსის” საქართველოში ფუნქციონირების საკითხს კონკურენციის სააგენტო ისევ არ სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება შესულია. მიზეზად კი სააგენტოში  ფორმულარის არასრულყოფილ შევსებას ასახელებენ მაშინ, როდესაც  კითხვები ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებითაც არასებობს. ტაქსის კომპანია “200-200″–ის დამფუძნებლის, ნიკა ხოფერიას, განცხადებით, “იანდექს ტაქსის” საქართველოში მუშაობით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს და მისი საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ. ხოფერიას […]

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, Yandex.Taxi-ის აპლიკაცია იმართება ჰოლანდიური კომპანია Yandex.Taxi B.V.-ის მიერ, რომელიც მკაცრად იცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციას (GDPR). ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის გარეთ შესაძლებელია გამოითხოვოს მხოლოდ ჰოლანდიაში Yandex.Taxi B.V.-სთვის ოფიციალური მიმართვის გზით და ისიც მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების და პროცედურების დაცვით, მაგალითად ინტერპოლის ჩართვის საშუალებით”, – ნათქვამია “იანდექს ტაქსის” განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “იანდექსის” მგზავრების პირადი მონაცემები რუსეთის საგამოძიებო უწყებაში იგზავნება. ეს ინფორმაცია მაშინ, კომპანიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში დაადასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g