LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა

394
BeFunky-collage (2)

საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულების რაოდენობა 12-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის ინიციატივით შექმნილი ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია თავსდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 11.30 საათზე გაიმართება. როგორც ცნობილია, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:"არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს"

"დარწმუნებული ვარ,რომ ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას"

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში 46 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. 17 პაციენტის პასუხებს ელოდებიან. ინფიცირებული 10 პაციენტიდან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გართულებები არ აღენიშნებათ. ერთის მდგომარეობა კი საშუალოზე მძიმეა თუმცა არ პროგრესირებს.

ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს, მათი რიცხვი 42-ს შეადგენს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g