დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები ფიქსირდება, ამიტომ უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის მიზნით, ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.
რობოტები კორონავირუსის წინააღმდეგ: ჩინეთში ახალი თაობის რობოტები გამოიგონეს (ფოტო, ვიდეო)
რობოტს შეუძლია პირბადის გარეშე მოძრავ მოქალაქეს შენიშვნა მისცეს.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ოფიციალური შეზღუდვები მართალია ეხება მხოლოდ და მხოლოდ იტალიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და ირანს, მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე დაფიქსირდა შიდაგადაცემის შემთხვევები, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და დაიცვან საკუთარი ოჯახები და თანამშრომლები, გადავიდნენ თვითიზოლაციის წესებზე,” – აცხადებს იმნაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 113 000 მიაღწია. “კოვიდ 19”-ს 4 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.