LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ქართველი იტალიიდან დღეს სპეცრეისით ჩამოვა

856
Georgian-Airways-max-700

საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც ჯერ კიდევ იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებიან, მთავრობა ეროვნული ავიახაზების მხარდაჭერით, სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის იტალიის დედაქალქში 200-მდე ქართველია დარეგისტრირებული, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს საქართველოში წამოსვლა. “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი რომან ბოკერია აცხადებს, რომ დღეს, დღის ბოლომდე განხორციელდება ორი სპეციალური რეისი, რისი საშუალებითაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში. ბოკერიას განმარტებით, თვითმფრინავის ეკიპაჟს გავლილი აქვს შესამაბისი ინსტრუქტაჟი და იმოქმედებენ ყველა ნორმის დაცვით.

“ჯერჯერობით ცნობილია და ჩვენ დარეგისტრირებული გვყავს 200 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან რომში. გამომდინარე იქიდან, რომ გადაკეტილია ყველა გზა და ჩაკეტილია რეისები, მათ საშუალება არ ჰქონდათ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკის სამინისტრომ და “ჯორჯიან ეარვეისმა” ერთობლივი თანამშრომლობით, ორგანიზება გავუკეთეთ ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანას. დღის ბოლომდე განხორციელდება ორი სპეცრეისი. ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც რომში გველოდებიან, დღის ბოლომდე საქართველოში ჩამოვიყვანთ.” – აცხადებს რომან ბოკერია “ტვ პირველთან” ინტერვიუში.

100-მდე დაღუპული 24 საათში – იტალია სრულ იზოლაციაშია

მისივე განმარტებით, თვითმფრინავის ბორდის წევრები აცნობიერებენ შესაძლო რისკებს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ის არ გამორიცხავს ეკიპაჟმაც გაიაროს შემდგომი საკარანტინე პერიოდი.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელიც დღეს იტალიიდან საქართველოში დღის ბოლომდე ჩამოვლენ, გაივლიან ყველა შესაბამის შემოწმებას და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განთავსდებიან სავალდებულო საკარანტინე ზონებში.

magti 5g