სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად ის გვიზიარებს ვიდეოს, სადაც განმარტავს, რატომ არ შეიძლება მარწვის სოდიან წყალში გარეცხვა.
„მარწვის სოდიან წყალში გარეცხვის დროს, მისი ზედაპირი ზიანდება, რადგან მარწყვს შედარებით ნაზი სტრუქტურა აქვს. სოდის ტუტე ხსნარი აზიანებს მის ზედაპირს. შემდეგ რბილდება მისი ზედაპირი და მიდის ლპობისკენ. ამიტომ არაა მიზანშეწონილი მისი სოდიანი წლით გარეცხვა. თუ გსურთ სახლის პირობებში სხვა საშუალება გამოიყენოთ, ერთ ლიტრ წყალში დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და მარწყვი ასეთი ხსნარით გარეცხეთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ხილ-ბოსტნეულის სპეციალური ხსნარები.“ – ამბობს ირაკლი არაბული.
