LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედამიწის ზურგზე ვერავინ მათქმევინებს სალომეზე ცუდს“ – რატომ აღარ მეგობრობენ ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე

905
ნანუკა გულუა სალომე შარვაძე

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა „სარკასტიკას“ სტუმარი იყო. წამყვანების კითხვას, რატომ აღარ მეგობრობს სალომე შარვაძესთან, ნანუკამ უპასუხა, რომ სალომეს თვლის დად და ამ ეტაპზე დასთან გაბუტულია.

„სალომე შარვაძე არის ჩემი მეჯვარე, ჩემი ნინას ნათლია. მე ჩემს უახლოეს მეგობრებს (მათ შორის სალომე „ტოპია“) ვეძახი ჩემს დებს. ამას უბრალოდ არ ვამბობ, მთელი ჩემი შეგრძნებით და გულით ისინი არიან ჩემი დები. ჩემი დების გაბუტვებს თქვენთან ვერ მოვყვები…

დებს შორის რომ ხდება კინკლაობა, ორივე დამნაშავეა“, – ამბობს ნანუკა.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ გავრცელებული ამბავი გააჟღერა.

„გავრცელებული ამბით, გაირკვა, რომ სალომეს შენზე ზურგს უკან რაღაცები ულაპარაკია, ეს გითხრეს და გული გეტკინა“.

რაზეც ნანუკამ უპასუხა:

„არაა სწორი, როგორც მე დედამიწის ზურგზე ვერ მათქმევინებს ვერავინ სალომეზე ცუდს, ისე სალომე რომ აწამონ, ფიზიკურად ცუდს ვერ იტყვის ჩემზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g