LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი… გაცნობის დღიდან საკუთარ თავზე ავიღე მისი დაცვა, მოვლა და პატრონობა…“ – ნანუკა გულუა ქორწილის კადრებს გვიზიარებს

262
page

ნანუკა გულუა საუკეთესო მეგობრის ქორწილს სტუმრობდა და ფოტოები გაგვიზიარა, ასევე პატარძალს ემოციური სტატუსი მიუძღვნა:

„ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი ❤️🌟

მარიამი ჩემი უმცროსი დის ტოლია და რაც გავიცანი, იმ დღიდან თითქოს თავისთავად ავიღე მისი დაცვა, მოვლა და პატრონობა. თმის ღერიც არ უნდა შერხეოდა — ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი.

ერთად ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და ყველა სიტუაციაში ისეთი ღირსეული, ძლიერი და სანიმუშო გოგო აღმოჩნდი, რომ მხოლოდ სიამაყის განცდას მიტოვებ.

ვამაყობ შენით, ჩემო მზეო, ჩემო მარიამ!

ვამაყობ შენი ულამაზესი ოჯახით, შენი უნიკალური ლევანიკოთი და ჩვენი უსაყვარლესი ნიკოლოზით.

ბედნიერება, სიმშვიდე და სიყვარული არასოდეს მოგკლებოდეთ. იცოდე, რომ ყოველთვის, ნებისმიერ დროს და ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები. მიყვარხარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები