მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა საზაფხულო არდადეგებზე გასულ წლის გამოცდილებას იხსენებს.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დღე“ მსახიობი მშობლებს ურჩევს, არ წაიყვანონ მცირეწლოვანი ბავშვები ზღვაზე დასასვენებლად.
„როდესაც გყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, გთხოვთ ზღვაზე არ წახვიდეთ. შარშან გადავწყვიტე ზღვაზე წავსულიყავი ახალგაჩენილი კირათი, ორი წლის ნინათი და ერთი წლის იკათი. მათთვის მზეზე ყოფნა არის ძალიან დიდი საშიშროება და სტრესი. ზღვაზე ჩასვლას ვერ ვასწრებდი, რომ უკვე უნდა წამომეყვანა უკან. მათი გასართობი ადგილი იყო მზის გული, რომელზეც ვერ ვაჩერებდი, მომყავდა და მერე სად უნდა წამეყვანა, ყველგან მზე იყო, ძალიან ვიწვალე სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ისეთ პოსტებს ვწერდი, რომ ნახევარი საქართველო ჩამოვიდა დასახმარებლად…“ – ამბობს ნანუკა გულუა.
