LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100-მდე დაღუპული 24 საათში – იტალია სრულ იზოლაციაშია

1048
იტალია, კარანტინი, კორონავირუსი

კორონავირუსის გამო შეზღუდვებს იტალია მთელი ქვეყნის მასშტაბით აფართოებს.

3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები.

იტალიის 60 მილიონიანი მოსახლეობისთვის სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს არის ნებადართული.

ტემპერატურის შემოწმება დაიწყება სარკინიგზო სადგურებზე. იტალიის რამდენიმე პორტში აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლაც. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაიღუპა 97 და ვირუსი დაუდასტურდა 1800-მდე ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g