LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air იტალიის შემდეგ ფრენებს ისრაელთანაც აუქმებს – მიზეზი კორონავირუსია

200
Get-Your-Wings-with-Wizz-Air-765x432-1

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, კორონავირუსის გამო, იტალიასთან და ისრაელთან ავიამიმოსვლას აუქმებს. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reauters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალიამ და ისრაელმა განაცხადეს, რომ ცდილობენ კორონავირუსის გავრცელება შეაჩერონ.

Reauters-ის ინფორმაციითვე, ფრენები იტალიის მიმართულებით 10 მარტიდან 3 აპრილამდე შეჩერდება, ისრაელის მიმართულებით კი 12 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით. უკვე ცნობილია, რომ Wizz Air-ი ისრაელის ქალაქების მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს: ლონდონიდან, სოფიადან, ვენიდან, ბუდაპეშტიდან, რიგიდან, ბუქარესტიდან, ვარშავადან და სხვა ევროპული ქალაქებიდან.

Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს

შეგახსენებთ, თავის მხრივ, კორონავირუსის გამო, საერთაშორისო ფრენები დროებით შეწყვიტეს ისრაელურმა ავიაკომპანიებმაც. მათ შორის არიან ავიაკომპანიები: Israir Airlines-ი, Arkia და El-Al-ი, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g