LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

160
საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

ისრაელში, ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში.

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ თავშესაფრები – როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენებია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები