ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, ჩჟაო ლიძიანი არ გამორიცხავს, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა. ამ შესახებ ჩჟაომ Twitter-ზე დაწერა.
ლიძიანს ეჭვი აქვს აშშ-ს 300 წარმომადგენელზე, რომელიც უხანში, რიგით მეშვიდე მსოფლიო თამაშებს ესწრებოდა.
„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მ უნდა აგვიხსნას“, – კითხულობს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
რუსეთის პირველი არხი: კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა შექმნილი
მათივე ცნობით, ამერიკას აქვს ვირუსის გავრცელების ინტერესი
ლიძიანის კომენტარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ადრე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.
ჩინეთში ეჭვობენ, რომ აშშ რეალური მიზეზის გადაფარვას ცდილობს.
თავის მხრივ, გამოცემა „თრენდინგ ფოლითიქსი“ წერს, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.