ბოლო პერიოდში უამრავი მუსიკალური არტისტი, თავის შემოქმედებით აქტიურობას დროებით აპაუზებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც აქტიურობას არ წყვეტენ.
პრემიერა: ოზი ოსბორნისა, ელტონ ჯონის და სლეშის ერთობლივი ნამუშვარი
არტისტმა, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომი, Ordinary Man გამოუშვა და პერმანენტულად კოლაბორაციულ ნამუშევრებსა და ვიდეოებს ავრცელებს
აი მაგალითად, მიუხედავად უამრავი გაუქმებული ტურნესა თუ კონცერტისა, ოზი ოსბორნმა, ჯასტინ ტიმბეტლეიკმა და ლედი გაგამ ახალი ნამუშვრები შემოგვთავაზეს. ასეთ არტისტთა შორისაა ამერიკული ჯგუფი The Killers.
ბიჭებმა ახალი კომპოზიცია, Caution გამოუშვეს, ნამუშვარი ბენდის მომავალ, მე-6 ალბომში, Imploding the Mirage შევა, რომლის გამოსვლაც 29 მაისს იგეგმება.