LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს

305
fot (3)

დღეიდან, საქართველოში The Killers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა იწყება – შესაბამისი ინფორმაცია „ბლექ სი არენამ“ გამოაქვეყნა.

ბევრი თაობის საყვარელ ბენდს Black Sea Arena-ს სცენა 15 აგვისტოს უმასპინძლებს.

 

გაეცანით The Killers- ის ღონისძიების ბილეთების საფასო კატეგორიებს.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 24 აპრილს, 12:00…

Posted by Black Sea Arena on Sunday, 23 April 2023

 

როგორც აღნიშნული განცხადებიდან ირკვევა, ბილეთების ფასი 100-დან – 500 ლარამდე ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, 2023 წლის ზაფხულში საქართველოში  Imagine dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართება.

Imagine Dragons მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს იმღერებს

იმეჯინ დრაგონსის კონცერტი 31 აგვისტოსაა დაგეგმილი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ხოლო ქილერსის – 15 აგვისტოს ბლექ სი არენაზე.

გარდა ამისა ზაფხულში, სხვადასხვა დროს ჩატარდება დამიან ლაზარუსის, ნაი როჯერს & შიკი-ისა და FKJ-ის კონცერტები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები