LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ“ – თბილისის მერია

186
fot (2)

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან,“ – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები