სულ ცოტა ხანში, ჯუდ ლოუსა და ფილიპა კოენის ოჯახში მატება იქნება. 47 წლის ჯუდ ლოუ მამა მეექვსეჯერ გახდება. ჯუდ ლუს 32 წლის მეუღლისთვის ეს პირველი შვილი იქნება.
მამა თუ შვილი - რაფერტ და ჯუდ ლოუების საოცარი მსგავსება
კრემის ფერი პალტო, მუქი ფერის შარვალი და ვალენტინოს ქამარი - ბიჭი ნამდვილად დახვეწილად განოიყურებოდა და მისი სტილი ჯუდ ლოუს სტილს ნამდვილად ჰგავდა
წყვილი პაპარაცებმა ლონდონის ქუჩაში სეირნობისას დააფიქსირეს. 5 შვილის მამას ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა და თეთრი ქუდი ეხურა, მისი მეუღლეც ყოველდღიურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ 47 წლის ჯუდ ლოუ არასდროს მალავდა, რომ შვილის ყოლა კიდევ სურდა.
„ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, ოჰ, როგორ მინდა კიდევ ერთი პატარა, ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, პატარებთან ყოველთვის სახალისოა, მე ჩემი მეუღლე სიგიჟემდე მიყვარს და ძალიან მინდა, რომ შვილი გვყავდეს“– განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.
და აი, ჯუდს სურვილი აუსრულდა. წყვილი გოგოს ელოდება თუ ბიჭს, ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც უცნობია მშობიარობის პერიოდი, თუმცა, სავარაუდოდ ლოუს ოჯახში მატებას მალე უნდა ველოდოთ.