ოლივიე ასაიასის ახალი ფილმის, „კრემლის ჯადოქრის“ პირველი ოფიციალური „ტრეილერი“ გავრცელდა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის როლს ჯუდ ლოუ ასრულებს. მას პარტნიორობას პოლ დანი უწევს, რომელიც ვადიმ ბარანოვის როლს მოირგებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ალისია ვიკანდერი, უილ კინი, ტომ სტარიჯი და ჯეფრი რაიტი.
ფილმი, რომელიც ჯულიანო და ემპოლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, პუტინის პოლიტიკური აღზევებისა და მისი ადრეული ცხოვრების შესახებ გვიამბობს.
„კრემლის ჯადოქრის“ პრემიერა 15 მაისს შედგება.
ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – მორიგი კადრები გადასაღები მოედნიდან
ჯუდ ლოუ ვლადიმირ პუტინის როლში – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
„რაში გავყავი თავი?!“ – ჯუდ ლოუ ვლადიმერ პუტინის როლს შეასრულებს – რას წერს მსახიობი